ფესტივალის შესახებ
ორგანიზატორია „არტ +“ ( არტპლიუსი) ს/კ 405171898.
ფესტივალი დაარსადა 2006 წელს და დაარსების დღიდან ატარებს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ს სახელს. მისი მიზანია ეროვნული და მსოფლიო აკადემიური ხელოვნების პოპულარიზაცია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, საორგანიზაციო და შემოქმედებით პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და საგანგებოდ, შემოქმედებითი ახალგაზრდების მიღწევების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების; საგანმანათლებლო მისიის შესრულება, ძირითადად მასტერკლასების სახით. წლების მანძილზე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებად მოწვეულები იყვნენ ეროვნული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები: მარინე იაშვილი, ბიძინა კვერნაძე, ლიანა ისაკაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ნიკოლოზ რაჭველი, ვალერიან შიუკაშვილი. იანო ალიბეგაშვილი, მუდმივი საპატიო სამხატვრო მრჩეველი ალექსანდრე კორსანტია. ფესტივალის შემოქმედებითი ისტორიის მანძილზე მოწვეულები იყვნენ მსოფლიო საშემსრულებლო და საკომპოზიციო ხელოვნების გამოჩენილი ადამიანები. ფესტივალი არაერთხელ დასახელდა წლის წარმატებულ საერთაშორისო პროექტად. დაარსების დღიდან ფესტივალს მორალურ და მატერიალური მხარდაჭერას უწევენ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თითქმის ყოველ წელს იტალიის საელჩო საქართველოში, თანაპარტნიორები იყვნენ ჩეხეთის, აშშ-ს საელჩოები, თბილისის სახ. კონსერვატორია, ცენტრალური სამუსიკო „ნიჭიერთა“ ათწლედი, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის თვითმმართველი ორგანიზაციები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო მუზეუმი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სხვადასხვა კომერციული ორგანიზაცია და სხვ.
პატივისცემით, ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი მანანა ხვედელიძე.